დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იგეგმება. აღნიშნული დელეგირება გულისხმობს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
საჯარო სკოლების წარმომადგენლებს წარედგინათ პროცედურები, რომლებიც აუცილებელია რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საუბარია მცირე მოცულობის სარემონტო სამუშაოებზე, რაც სკოლების ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.
მერმა, შეხვედრისას, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითზე ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.
