სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია.
ლაშა თევზაძის ქუჩაზე მინი-სტადიონზე და კორტებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფარი გაკეთდა.
