სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის დავით ვერავას ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტების განხილვა და მოწონება მოხდა.
სხდომაზე, განიხილეს რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი 12 პროექტი, რომლებიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უნდა დაფინანსდეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.