სამგორის რაიონის გამგეობამ, 2021 წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 304 პროექტი განახორციელა

სამგორის რაიონის გამგეობამ, 2021 წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 304 პროექტი განახორციელა. მათ შორის, – ბრტყელი სახურავები 76 მისამართზე რეაბილიტირდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 169 547 ლარი გამოიყო. ქანობიანი სახურავი შეკეთდა 16 მისამართზე, რისთვისაც დაიხარჯა 437 000 ლარი. 59 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით შეიცვალა; კაპიტალურად გამაგრდა აეროპორტის დასახლებაში მე-10 საცხოვრებელი კორპუსი. ასევე, საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები (კიბეები, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაცია, სადარბაზოს რკინის კარის მოწყობა, სადარბაზოს რემონტი, წყალსაწრეტი მილები ) – 116 მისამართზე ჩატარდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება