საინფორმაციო სააგენტო ,,იქს-ნიუსის” მთავარი რედაქტორის , ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას “ფეისბუქის” გვერდები გაუქმებულია ; მათზე არაერთგზის მოხდა კიბერ-თავდასხმა გარკვეული, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფების მიერ . ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა პოლიტიკური ნიშნით , რაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით .
აღნიშნულ ფაქტზე შეტყობინება გაკეთდა შსს-ს შესაბამის დანაყოფებში, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
უნდა აღინიშნოს, რომ რადგან ნინო ჯღარკავა არის საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსი”-ს თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მის ფეისბუქის პროფილთან მიბმული იყო საინფორმაციო სააგენტოს გვერდი ფეისბუქზე, რომელიც ასევე გაუქმებულია კიბერ-თავდასხმის შედეგად.
საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსი” გმობს ამ და მსგავს თავდასხმებს თავისუფალ მედიაზე და იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდება თავდასხმაში მონაწილე სუბიექტები და მოხდება მათი მიცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამის პასუხისგებაში.