ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ამომრჩევლებს ახალსერვისს – სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოემზადონ სამი ტიპის სასერთიფიკაციო გამოცდისთვის, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის.პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს.იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმაავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს.თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდააირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორიპასუხი ფასდება – 1 ქულით, არასწორი პასუხი – 0 ქულით.იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე,რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი. გამოცდისწარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცესპასუხი 15 ტესტს.იმიტირებულ გამოცდაზე გავლის მიზნით დაინტერესებული პირები უნდაეწვიონ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს -სერტიფიცირების პლატფორმა.