საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით

სხვადასხვა მედია საშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნებიყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთიკვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლოანომალიური გადახრების გარკვეულ ალბათობაზე, რისი გათვალისწინებითაც საარჩევნოადმინისტრაციამ შესაძლოა დამატებით გამოიკვლიოს ე.წ. „საეჭვო“ უბნებზეგანხორციელებული აქტივობის მონაცემები.ამ ტიპის კვლევის მეთოდოლოგიის მთავარი დათქმა გახლავთ შემდეგი:„თუ კვლევა აჩვენებს სტატისტიკურ ანომალიას, ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციას. სტატისტიკური ანომალიაშეიძლება გამოწვეული იყოს კეთილსინდისიერი ქმედებებითაც, როგორიცაასტრატეგიული ხმის მიცემა ან ხმის მიცემის სხვადასხვა მოდელის არსებობა რეგიონში“.(Making votes count, Report on the 2016 elections)ერთი-ერთი ასეთი ფაქტორი, რაც ამ კვლევამ შეიძლება ანომალიად ასახოს, შეიძლებაიყოს ამომრჩეველთა ჯგუფის ჩასვლა ურბანული ცენტრიდან რეგიონში ხმის მისაცემად,რაც საქართველოს არჩევნების განუყოფელი ნაწილია და ყველამ იხილა ის მაღალიაქტივობა, როდესაც ხმის მიცემის უფლება 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოიყენა.კანონმდებლობის თანახმად, ყველა ამომრჩეველმა ეს უფლება გამოიყენა მათირეგისტრაციის ადგილის და არა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სტატისტიკური კვლევის ამ მეთოდს ცალკე არ შეუძლიადაადასტუროს ან უარყოს არჩევნებში არაკანონიერი მანიპულაციის ფაქტი. სწორედამიტომ, ეს მეთოდი გამოსადეგია სტატისტიკური ანომალიების აღმოსაჩენად, რომელიციმსახურებს შემდგომ ყურადღებას და ის გამოიყენება ისეთი ტრადიციული მეთოდებისდამატებით საშუალებად, როგორიცაა პირდაპირი დაკვირვება საარჩევნო უბნებზე,ხმების პარალელური დათვლა და სხვა.აღსანიშნავია, თავად მკვლევრის განცხადებით, აბსოლუტურად ეჭვგარეშეა დიდქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომჩვენთვის ამ დრომდე უცნობია ამ არჩევნებისთვის განხორციელებული კვლევისმეთოდოლოგია, გათვალისწინებულია თუ არა კანონმდებლობაში ასახული ხმის მიცემისწესი, გამოკვლეული უბნების რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმი და რეგიონულიგადანაწილება, შეუძლებელია უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება. თუმცა, უნდააღინიშნოს, რომ თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის მიხედვით, ასეთი კვლევებისმეთოდოლოგია, სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მონაცემები განიხილება ჯერ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მხოლოდ შემდეგ ხდება საჯარო. ამ შემთხვევაში,
სამწუხაროდ პირიქით მოხდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება