სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი არახამია ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას-გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე დავით არახამიაზე-

სააკაშვილის ომის პარტიის, რეალურად რუსული საქმის მკეთებლის სტანდარტული ‘მესიჯბოქსი’. ცალკეული ევროპარლამენტარების, ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსების თუ კოლექტიური არახამიების გზავნილები არაფერს ნიშნავს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. უკვე ათი წელია ჩვენი ელექტორატი საკუთარ არჩევანს აკეთებს მშვიდობის პარტიის დამფუძნებელის ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნებაზე”. ცალკეულ დროებით პოლიტიკოსთა ყავლგასული გზავნილები კი, რჩება მხოლოდ ჰაერის უაზრო რხევად. მეტიც, კიევში დაბუდებული სააკაშვილის პოლიტიკური დესანტი ვერანაირად შეარყევს საქართველო-უკრაინის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. გმირია უკრაინელი ერი და არა იქაური ცალკეული პოლიტიკური აქტორები

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება