რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი,,ალტ-ინფოს,,წამყვანი და ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანაგუნდელი ზურაბ მახარაძე დააკავეს.

ამასთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მახარაძესთან ერთად დაკავებულია კონტრაქციის მონაწილე ათეულობით პირი.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. დამატებით მოხდა სამართალდამცველების მობილიზება. რადიკალური დაჯგუფების წევრებმა უკვე ერთხელ გაარღვიეს პოლიციელების კორდონი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება