,როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აშშ-ის სარაკეტო ძრავებს აღარ მიაწვდის და გერმანიასთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობას წყვეტს

,,როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის სარაკეტო ძრავებს აღარ მიაწვდის და გერმანიასთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ 

„ჩვენ ვწყვეტთ „ენერგომაშის“ ძრავების მიწოდებას. ეს პროცესი 1990-იანი წლებიდან ხორციელდებოდა. „რდ-180“-ს რაკეტა Atlas-5-ზე აყენებდნენ, ხოლო „რდ-181“-ს რაკეტა Antares გამოიყენებდა. ამ ხნის განმავლობაში 122 ძრავი იყო მიწოდებული. ახლა თუ სურთ, შეუძლიათ თავისი ცოცხებით იფრინონ“- განაცხადა როგოზინმა.

როგოზინის თქმით, გერმანიამ კოსმოსური ობსერვატორიის, „სპეკტრ-5“-ის ერთ-ერთი ტელესკოპი გათიშა, რომელიც დედამიწიდან 1,5 მლნ კილომეტრში მდებარეობს. ეს არის სრულიად სამოქალაქო მისია, რომლის მიზანია ვარსკვლავების შესწავლა“ – ამბობს როგოზინი.

მისი თქმით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გერმანიასთან ერთობლივი ექსპერიმენტები შეწყდება. როგოზინი აცხადებს, რომ ევროპას, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობების პოლიტიზება გადაწყვიტა, საბოლოოდ არაფერი შერჩება ხელში. 

როგოზინმა ასევე განაცხადა, რომ საკუთარ ხელფასს 30%-ით ამცირებს, ხოლო თანამშრომლების ხელფასებს ეს არ შეეხება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს 50%-ით შეამცირებს, რაც „სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზების შესაძლებლობებს შეამცირებს“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება