რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება 

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა,  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  სამუშაოების გამო,  18 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება.  აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმიური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება. კერძოდ,  გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში გონდოლების სრული რევიზია; უსაფრთხოების მიზნით, ზედა სადგურში არსებული დამცავი ბადე  შეიცვლება ახლით, ვიბრაციაზე შემოწმდება სადგურები და ანძები, გამოიცდება საბაგირო გზაზე არსებული უსაფრთხოების სისტემები.

სამუშაოებს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, იტალიური მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“  სპეციალისტები ჩაატარებენ. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

CONFIDENTIALITY: Any information and/or attached files contained in this e-mail are unambiguously confidential. It is intended only for the use of the named recipient(s). If you are not the envisaged recipient, immediately notify the sender and please note that it is forbidden to read, use, copy or otherwise disseminate this e-mail.

DISCLAIMER: TBILISI CITY HALL puts the security of the client at a high priority, but Internet is not fully secure! Despite all the measures taken to minimize the possible risks regarding the internet, the integrity of this communication is not guaranteed nor is the communication itself entirely protected from viruses, interceptions and/or interference.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება