რევაზ სოხაძე-ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა,დასახული ამოცანები კეთილსინდისიერად შევასრულოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას

ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა,  დასახული ამოცანები კეთილსინდისიერად  შევასრულოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ  ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.

რევაზ სოხაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.  ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.  ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მზად ვარ, რომ თავი არ დავზოგო. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება