რატი ბრეგაძე: „ქართული ოცნებაა“ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია საქართველოს ევროპულ გზაზე, რაზეც მეტყველებსკონკრეტული ფაქტები“

„საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით; სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო მაქსიმალურად დაახლოებოდა ევროკავშირს და ნებისმიერ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნება“, მიზანი არის მკაფიოდ გაცხადებული – 2030 წელს საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მიზანი, დეკლარირებული, გამოტანილი, მათ შორის, საარჩევნო სლოგანზეც“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა ამ მიმართულებით სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება:

„როდის შემდეგ გახდა საქართველოს მოქალაქისთვის ქართული პასპორტით შესაძლებელი ვიზის გარეშე გამგზავრებულიყო ევროპაში? – სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში; როდის მიენიჭა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? – რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და სხვა უამრავი მიღწევა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მინისტრის თქმით, არცერთ პოლიტიკური ძალას არ გაუკეთებია იმდენი სიკეთე რუსეთისათვის, რამდენიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა:

„ჩვენ მოვიგეთ ყველა დავა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავით ჩვენი გმირი სამხედროების ინტერესები ბოლომდე, ხოლო „ნაცმოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთის ინტერესები რაც შეიძლება ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოში“.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება