ჟებოტის, ღულელებისა და ზარიძეების საჯარო სკოლების მოსწავლეები ბადმინტონსა და ფრენბურთში აღმოსავლეთ საქართველის ჩემპიონები გახდნენ! 

თიანელმა სპორტსმენებმა აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების ჩემპიონ გუნდებთან წარმატებით იასპარეზეს და სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშების საგზურები მოიპოვეს. 

ფინალური შეჯიბრება ანაკლიაში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონი გუნდები კი ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას. 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ სპორტსმენს, მათ პედაგოგსა და სკოლას ულოცავს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება