დედაქალაქის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახაკალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება, რომლისფარგლებში, ჯამში, 10 000-მდე მოქალაქე გადამზადდა, ხოლო მათი დასაქმებისმაჩვენებელი, დაახლოებით, 70 პროცენტია.„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლიდან, თბილისშირეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომისბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით,მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლაუფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე, მომზადება/გადამზადებას 1 000-მდემოქალაქე გაივლის.„პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება60-მდე სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციულიტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის,ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, კურსების ხანგრძლივობა არის ერთიდან შვიდ თვემდე დასასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს,ონლაინ და ადგილზე დასწრებით.„მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, პროგრამას დაემატება 11 ახალიმიმართულება, მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემებისმონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლოსამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს ინსტრუქტორის, ჭაბურღილისბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულიინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებშიმუშაობა – ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი“, – განაცხადა კახა კალაძემ. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ განხორციელდება შემდეგ კოლეჯებში: „გლდანის
პროფესიული მომზადების ცენტრი“; კოლეჯი „სპექტრი”; პროფესიული კოლეჯი „იკაროსი”; კოლეჯი „მერმისი“; „სქილვილ ედუქეიშენ“; „საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი“; „პროჯექტ ფოლი პო/Project Folie Po“; „ედუსითი გეო“; „ფანტასმაგორია“; „გირის სპორტის, მას-რესლინგის, ბაგირის გადაწევისა და ქროსფიტის (ძალისმიერი ფიტნესის) თბილისის ფედერაცია; „სქილ ლაბი“.