ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას “ტვიტერში” ეხმიანება და წერს:“ გილოცავ საქართველო! დიდი გზა იყო, თუმცა ღირდა. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს მოქალაქეებს – ჩვენ თქვენთან ვართ” – წერს ადამ კიზინგერი.