საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე ზაგაშვილი დანიშნა.
ალექსანდრე ზაგაშვილს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში იგი მუშაობდა შპს „ბორჯომჰესის“ პროექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, 2017-2021 წლებში ეკავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა „არქმასტერის“ ტექნიკურ დირექტორად, ასევე „იორკ თაუერსის“ მთავარ არქიტექტორად.