პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება