პრემიერ-მინისტრი ათონელის საპრეზიდენტო  სასახლეში შინაგან  საქმეთა მინისტრისა  და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა  მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური  და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს  პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება