პრემიერი-საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში  განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ყველა მიმართულებით, ხელი მოეწერა არაერთ მემორანდუმს, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობაზე

საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები  ყველა მიმართულებით,  მინისტრები შეხვდნენ  კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პირადად ვიქტორ ორბანსა და უნგრეთის ხელისუფლებას საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

„საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის წლის წინ დაფუძნდა და გუშინ,  ბუდაპეშტში, უკვე მეორე შეხვედრა  გაიმართა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში. განვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები, მთავრობა, პრაქტიკულად, სრული შემადგენლობით იყო ჩამოსული ბუდაპეშტში. მინისტრები შეხვდნენ კოლეგებს იმისათვის, რომ თითოეული მიმართულებით, თითოეულ დარგში განგვეხილა როგორც მიღწეული პროგრესი, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ასევე, ხელი მოეწერა სხვადასხვა მემორანდუმს – ოთხი მიმართულებით, რაც ითვალისწინებს კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავებას, საუბარია  როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, განათლების სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობაზე.  რეალურად, განსახილველი საკითხები მოიცავდა ყველა თემას, რაც შეიძლება იყოს საინტერესო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში. გვსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მდლობა  უნგრეთს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია და ამისთვის მადლობა პირადად უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის ხელისუფლებას. ყელაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორმხრივი კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდეს,“- განაცხადა პრემიერმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება