მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ავტომაგისტრალის მორიგი მონაკვეთის გახსნა. ეს არის 12 კმ-იანი მონაკვეთი და ამით, ჯამში, გახსნილი იქნება 4-ზოლიანი 48 კმ-იანი მონაკვეთი, დარჩენილია რიკოთის ისტორიული პროექტის მხოლოდ 4 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ გასული 12 წლის განმავლობაში გზების მშენებლობის ტემპი რამდენჯერმეა გაზრდილი.
„დღეს გვაქვს საინტერესო დღე – ვიყავით ანაკლიაში, სადაც დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ასევე გახლდით ყულევში, სადაც შენდება ძალიან მასშტაბური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ახლა ვხსნით ჩვენი ავტომაგისტრალის ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს. ეს განვითარება აჩვენებს იმას, რომ