fbpx

პოპულარული გამოცემა ELLE-ს ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულპოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში
გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს
უმასპინძლა.
საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები
მოინახულეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს,
საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის
ტრენდებს.
ELLE-ს უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს
ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას
ამზადებს, რასაც გამოცემის მკითხველები გაეცნობიან როგორც ELLE-ვებ-გვერდზე,
ასევე სოციალურ ქსელებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება