ნინო ფოჩხუა-როდის იყო ქართველ კაცს სტუმარისთვის პატივისცემა დაუთვლია, სტუმარი ღვთისააო, ქართველს უთქვამს, არასდროს ქართველს სტუმრისთვის არ დაუყვედრებია მასპინძლობა და ბოლოს, ქართველის დაწერილია “სტუმარ-მასპინძელი.” მაგრამ რაც დღეს გვესმის უკრაინის მთავრობისგან, სირცხვილია. საქართველოსგან ამხელა დახმარების მიუხედავად, ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლებისგან გვესმის მხოლოდ კრიტიკა და უმადურობა. რაც კი რამე შეიძლებოდა, დაწყებული საერთაშორისო რეზოლუციებით, ლტოლვილების მიღებით და ფულადი დახმარებით, ყველაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, მადლობას არავინ ელოდება, მაგრამ ამდენი უპატივცემულობა?

ეს ომიც დამთავრდება დღეს თუ ხვალ, ზელენსკი, მისი მთავრობა წავა და რას უტოვებს უკრაინელ ხალხს, ასეთ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ? არა და უკრაინელებს და ქართველებს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.
უმადურობა კი კლავს!