fbpx

ნინო ფოჩხუა: გარე მტერები და შიდა დაქირავებული წვრილფეხობა ვერ აცნობიერებს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება მართლმადიდებლური ქვეყანა, “ტვ პირველმა” პრორუსი თავის უფროსობაში ეძებოს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობისთვის ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ “პრორუსების მსვლელობის” წოდებას, სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი განცხადებით, გადაგვარებული ადამიანები მართლმადიდებლობას ვერც ადრე ერეოდნენ და ვერც ახლა მოერევიან, ვინაიდან სწორედ რწმენამ მოიყვანა საქართველო აქამდე.

“ვერ აცნობიერებენ ვერც გარეშე მტერები და ვერც შიდა დაქირავებული წვრილფეხობა, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება მართლმადიდებლური ქვეყანა, ამას კი ეს გადაგვარებული ადამიანები ვერც ადრე ვერ ერეოდნენ და ვერც ეხლა მოერევიან.
ზუსტად ამ რწმენამ მოიყვანა საქართველო აქამდე.
ტვ.პირველმა პრორუსი თავის უფროსობაში ეძებოს. მეცოდებიან.” – წერს ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება