fbpx

ნინო ფოჩხუა ბლინკენის განცხადებაზე: ანგარიშების დაყადაღებით, ნიუ-იორკში “გაშრიალებით” და უფულობით შეაშინონ თავისი აქაური აგენტურა

რაც შეეხება ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს, ანგარიშების დაყადაღებით, ნიუ-იორკში “გაშრიალებით” და უფულობით შეაშინონ თავისი აქაური აგენტურა. ვის თუ არა ამათი, აქაური ფულზე გაყიდული ფსევდო ლიბერალების, შეშინება, შანტაჟი შეიძლება ამ სანქციებით და დღევანდელი ხელისუფლების არა, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წარმოუდგენელია, სტრატეგიული პარტნიორი ემუქრებოდეს პარტნიორ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ, რომ გამჭვირვალეობის კანონს დაუჭირა მხარი. “რაც შეეხება ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებს, ანგარიშების დაყადაღებით, ნიუ-იორკში “გაშრიალებით” და უფულობით შეაშინონ თავისი აქაური აგენტურა. ვის თუ არა ამათი, აქაური ფულზე გაყიდული ფსევდო ლიბერალების, შეშინება, შანტაჟი შეიძლება ამ სანქციებით და დღევანდელი ხელისუფლების არა. დროა რომ მიხვდნენ ამას. ბლინკენი ახმოვანებს აშშ ოფიციალური პირების მიერ დაწყებულ მუქარას, შანტაჟს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. რაც დღეს ხდება არის ცირკი, წარმოუდგენელია სტრატეგიული პარტნიორი ემუქრებოდეს პარტნიორ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ რომ გამჭვირვალეობის კანონს დაუჭირა მხარი. რაც შეეხება ოჯახის წევრების დასანქცირებას, სადამდე მივიდნენ აკვირდებით? ამ არაჰუმანურ აქტზე დიდი ხნის წინ თქვეს უარი კომუნისტებმა და ფაშისტებმა, დღევანდელი ჯინ შაჰინები და ჯიმ რიშები კი იქ დაბრუნდნენ 21-ე საუკუნეში. ისიც გავიხსენოთ, მიუხედავად სერბეთის და ბოსნიის უმაღლესი პირების აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებისა, ორივე ქვეყანა შეუფერხებლად აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. და ბოლოს, არავინ, არც ხელისუფლება და არც ხალხი არ აპირებს ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას, ვერანაირი შანტაჟით ვერ აიძულებენ მმართველ ძალას გადადგას ნაბიჯი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.” – წერს ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება