ექსპერტი ნინო ფოჩხუა რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობის ანა ამილახვარის ფოტოს აზიარებს, რომელიც ხმაურით წამოვიდა თეატრიდან და აქციებს შეუერთდა.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ამილახვარი გუშინ რუსეთის მოქალაქის მიერ ნიშ პარფიუმერიის (nosh parfumes) მაღაზიის გახსნის პრეზენტაციის წამყვანი იყო. მისივე თქმით, აი ეს არის “აჯანყებულთა” ნამდვილი სახე, ოღონდ ფული იყოს და რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქე
იქნება თუ კოტ-დ’ივუარის.
“ეს გოგონა ანა ამილახვარია, რუსთაველის თეატრის ყოფილი მსახიობი, რომელიც ხმაურით წამოვიდა თეატრიდან, უჩივლა რობერტ სტურუას, მაგრამ წააგო სასამართლო და აქციებს შეუერთდა, თურმე ვერ შეეგუება სახელმწიფოს დასავლური კურსის ცვლას და რუსული ვექტორის გაძლიერებას საქართველოში, არა და გუშინ რუსეთის მოქალაქის მიერ ნიშ პარფიუმერიის (nosh parfumes) მაღაზიის გახსნის პრეზენტაციის წამყვანი გახლდათ და სულაც არ გრძნობდა სირცხვილს და წვას.
აი ეს არის “აჯანყებულთა” ნამდვილი სახე, ოღონდ ფული იყოს და რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქე იქნება თუ კოტ-დ’ივუარის”, – წერს ნინო ფოჩხუა.