კონკურსი სახელწოდებით – “იპოვე შენი ვარსკვლავი” გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაცია და მოტივაციის ამაღლება.
12 მაისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გალა კონცერტი და კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გალა კონცერტზე თიანეთის მუნიციპალიტეტიდან მაყურებლის წინაშე წარდგნენ და კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ: ვოკალური ნომრით: I ადგილი – სამუსიკო სკოლის ანსამბლი (ხელმძღვანელი ქეთევან შარმიაშვილი) საფორტეპიანო ნომრებით: II ადგილი – თინათინ მათურელი, თათია საღირიშვილი (პედაგოგი ნინო არდაზიშვილი) , III ადგილი – მარიამ ჭურჭელაური, ელენე ფაშურიშვილი, ნათია მგელიაშვილი (პედაგოგები – დარეჯან პაპიაშვილი, ეკატერინე ლომაშვილი)
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია სამუსიკო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ულოცავს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.