სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ეგიდით, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფ. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები” , რომელიც უახლესი ისტორიის დოქტორანტმა გიგა ჩალიგავამ და თანაწამყვანმა გიორგი ცაგარეიშვილმა წაიკითხეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თინა ხარძიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ დღეს მსოფლიოს 150 ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მუზეუმებში კონფერენციები და ღია კარის დღეები იმართება



