ნიკოლოზ სამხარაძე: სამარცხვინო და საზარელი ფაქტია ის, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვითონ აცხადებდა, რომ არის რუსული კულტურის მატარებელი ადამიანი, 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელსაც 1989 წელს მიჰყავდა 9 აპრილის აქცია

სამარცხვინო და საზარელი ფაქტია ის, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელიც თვითონ აცხადებდა, რომ არის რუსული კულტურის მატარებელი ადამიანი და თავს მთელს მსოფლიოში წარმოაჩენდა, როგორც რუსი საოპერო მომღერალი, რუსი ბანი, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებს ირაკლი ქადაგიშვილს, რომელსაც 1989 წელს მიჰყავდა 9 აპრილის აქცია,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველებს თავად ემართათ საკუთარი ქვეყანა. „ეს არის იმდენად ამაზრზენი ფაქტი და იმ ადამიანებსაც, ასევე, ერთი მუჭა, გზას აცდენილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პაატა ბურჭულაძესთან დგომით ისინი საქართველოს რამეს შესძენენ, მინდა ვუთხრა, რომ ის ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იდგნენ აქციაზე, ისინი იდგნენ არა იმისთვის, რომ საქართველოში კოლონიური აზროვნება შენარჩუნებულიყო, არამედ ისინი იქ იდგნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ყოფილიყო სუვერენული ქვეყანა ისე, რომ ქართველებს ჩვენ თვითონ გვემართა ჩვენი ქვეყანა. ადამიანი, რომელიც თავს აცხადებს რუსული კულტურის ნაწილად და რუს მომღერლად მასთან დგომა ნამდვილად სამარცხვინოა დღეს,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება