ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„24 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში საგანგებო სამიტი. განვიხილავთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინისადმი და ნატოს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება