მჯერა, 2022 წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის-დავით ბახტაძე

სამტრედიის მერი დავით ბახტაძე –

ძვირფასო მეგობრებო!გილოცავთ 2022 წლის შემობრძანებას !ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს !ახალ წელს იმედით და სასიკეთო მოლოდინით ვხვდებით. გისურვებთ იმედებისა და მოლოდინის გამართლებას !2021 წელი დატვირთული იყო ემოციებით, ვნებათაღელვით, მოვლენებით. კოვიდპანდემიამ შეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი, შექმნა დამატებითი სირთულეები. ამასთანავე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ მშვიდობას, განვითარებისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ გააჩნია ! მჯერა, რომ 2022 წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის. თავდაუზოგავი შრომით, ცენტრალური ხელუსუფლების თანადგომით და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ერთობით ბევრ სასიკეთო პროექტს განვახორციელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის.გილოცავთ ახალ წელს ! ბედნიერებას და წარნატებებს გისურვებთ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება