მოხალისეთა ორგანიზაციის – ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელები – დირექტორი ედუარდ ჯიშკარიანი და დირექტორის მოადგილე, გენერალი გიორგი სურმავა – იმერეთის რეგიონს ეწვივნენ

ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, მამუკა ხიმშიაშვილს.ედუარდ ჯიშკარიანმა ისაუბრა მოხალისეთა მოსამზადებელი კურსის ძირითად მიმართულებებზე, მიზნებსა და ამოცანებზე. მან ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის ფუნქციურ როლზე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ახალგაზრდობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კონტექსტში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგნელები, “საქართველოს გენერალთა კლუბის დირექტორი” მალხაზ ჩიხლაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი, თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, წყალტუბოს მერი გენადი ბალანჩივაძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საჩხერის მერი ლევან ივანაშვილი, ასევე მოხალისეთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ და მუნიციპალიტეტების მერებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა მოხალისეთა ორგანიზაციის ინიციატივისადმი. რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიესალმება ამ მნიშვნელოვან ეროვნულ პროექტს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ორგანიზაციას. მერებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მოსახლეობას დეტალურად გააცნონ პროგრამის შესახებ ინფორმაცია და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების ჩართულობას.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები როგორც იმერეთის ადმინისტრაციასთან, ისე იმერეთის რეგიონის ყველა იმ მუნიციპალიტეტთან, რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ წარმოდგენილი. მემორანდუმი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, რომ მოხალისეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ განთავსებული ელექტრონული ანკეტა. პროექტის შესახებ სიახლეების მიღებისთვის გამოიწერეთ ჩვენი ოფიციალური ფეისბუქ გვერდი.

https://docs.google.com/forms/d/1H8Vp3CtyVsxGGilioIeAHcw7uNrZScAFMbYPcxY21QE/viewform?fbclid=IwY2xjawK46khleHRuA2FlbQIxMQBicmlkETFrUXg4c3ZnYjdLOEdBSEh5AR4QNEX9nqosgwTLrrWIbjZfaq6EjONtyNGo4EWoXr4cE1Siae2SFb7eELF30w_aem_Y-kDLZHRJQ4tnyR7r0tYJA&edit_requested=true

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება