მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას

მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ისაუბრა.

ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის ზოგიერთმა წევრმა საბოლოოდ გარკვეული პოლიტიკური გუნდის ფორმირება მოახდინოს. ოპოზიციონერების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში გადანაცვლებას მიესალმება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ მათ იმ პლატფორმაზე უნდა განაგრძონ მუშაობა, სადაც ახლა არიან. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ თავად განცხადების ავტორიც და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც, დიდი ხანია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება