მიხეილ სარჯველაძე: „ C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაგრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო

“ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა – მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისიშეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია.„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელებისმეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნადმოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნადისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე,ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია,თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთიგანცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი, ობიექტურად, არავისგააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა დაშინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება,თორემ, შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება.აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთიტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მზიანს -ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება