ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუს შეხვდა.ორმხრივ შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოსა და ჯანმოს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებით აღინიშნა, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები.ჯანდაცვის მინისტრმა, ტედროს ადანომ გებრეისუსთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების პროცესში, ჯანმოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის მნიშვნელობას.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს, ჯანმოს სახელით მადლობა გადაუხადა, ქვეყნის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, მათ შორის – მალარიის ელიმინაციაში მიღწეული შედეგისთვის.შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიმართული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.