fbpx

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება – მიხეილ სარჯველაძე,
ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ
გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის
ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა. მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ
ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჟენევაში,
გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს
მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.
ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე,
სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება