მიხეილ სარჯველაძე სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის საქმის გაგზავნაზე: თუკი ისაუბრებენ უფლების დარღვევაზე, მათ კონკრეტული გარემოებების დასახელება მოუწევთ

საკმაოდ დიდხანს ფეხი ითრიეს ამ სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით რაღაც ეტაპზე, როცა ამ სარჩელის წარუდგენლობამ რაღაც კითხვები გააჩინა და ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა მათ შორის პიარული ნაწილის დაგეგმვის თვალსაზრისით, ბუნებრივია მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ვერცერთი უფლება ვერ მიუთითეს, რომელიც დაირღვა კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან თუკი ისაუბრებენ უფლების დარღვევაზე, მათ კონკრეტული გარემოებების დასახელება მოუწევთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნა აქვთ, რა უფლება აქვთ კანონით მინიჭებული. მაგალითად, რომელი სამედიცინო მანიპულაცია ესაჭიროებათ, რომელიც მოითხოვეს და მათთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი გაგზავნილია. ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება