მიხეილ სარჯველაძე: „მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნება მთავარი ამოცანა და მიზანი, ყველა სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირებისთვის

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ადამიანი და მისი ჯანმრთელობა იქნებამთავარი ამოცანა და მიზანი ყველა სახელმწიფო პროგრამისფუნქციონირებისთვის“, -აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, თითოეული ადამიანი სახელმწიფოსმხრიდან მხარდაჭერილი იქნება.„მადლობა პრემიერ მინისტრს, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისპრიორიტეტული საკითხების მიმართ იჩენს. მომდევნო წლიდან, არაერთიპროგრამა განიცდის ცვლილებას. შესაბამისად, პროგრამები, საზოგადოებისინტერესების საკეთილდღეოდ, გაუმჯობესებული და გაძლიერებული სახითიქნება წარმოდგენილი.აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული განვითარებაც, გვაქვს განსაკუთრებულიგეგმები, ეს უკავშირდება რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარებას, ბავშვთაინფექციურ მიმართულებას, ასევე – ბავშვთა ონკოლოგიას, მედიკამენტების ხარისხსა და კონტროლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის პროდუქტი,რომელსაც საზოგადოება არათუ უბრალოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში,არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და აქედან გამომდინარე, რათქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უფლებამოსილია აქ მკაცრად დააწესოს ისჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი ასეთი პროდუქციისდისტრიბუცია და სხვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება