მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება – მიხეილ სარჯველაძე, სამომავლო პრიორიტეტების, საჭიროებებისა დამომავალი წლის ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით, დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.მხარეებმა, დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესახებიმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობასა დამომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფოპროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევები და მათიდაძლევის შესაძლო გზები.როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა უფლებების დაცვა დარეალიზებაა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანიაროგორც სახელმწიფოს, ისე – სექტორში მომუშავე კერძო ორგანიზაციების აქტიურიჩართულობა.შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე, სტრატეგიულიგანვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოსდირექტორი რუსუდან კოხოძე, მოადგილე ბელა გოგუა, დევნილთა და შრომისპოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე და სოციალური პროგრამებისადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი თამარ გოცაძე ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება