მიხეილ სარჯველაძე: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

“მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზესიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტადფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, რეგულირებისმექანიზმების დახვეწა მოხდება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით,გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია დაბენეფიციართა რაოდენობა.„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვისმედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარიპროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის,მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანისოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთანერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვალსაზრისით.გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვისეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალიდა მოსარგებლეების ჯგუფები – არამხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალიასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით, შემცირდეს ქრონიკული დაავადებებისგართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნებახელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდებამედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამმიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის რომ ესდეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული, ჩვენი მოქალაქეებისათვის.ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილსარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება