მიხეილ სარჯველაძე – „არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლების პროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში“

„არ ყოფილა აქამდე, რომ ასე ინტენსიურად წარმართულიყო დევნილთა განსახლებისპროგრამა, რასაც ვხედავთ ბოლო წლების გამავლობაში. დაწყებული იმ პერიოდიდან,როდესაც ბატონი სოზარი ხელმძღვანელობდა შესაბამის სამინისტროს, ძალიან აქტიურიტემპია და სხვადასხვა პროგრამებით, ძალიან ბევრი ოჯახის დაკმაყოფილებამოხერხდა“, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.მიხეილ სარჯველაძემ მიმდინარე პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომმასშტაბური მშენებლობები, საქართველოს 5 ქალაქში, პარალელურად მიმდინარეობს.„ახლა მიმდინარე პროექტები რაც ხორციელდება, ეს არის 11 საცხოვრებელი კორპუსიმხოლოდ თბილისში. მშენებლობები მიმდინარეობს: რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსადა ზუგდიდში. 6 ათასი ოჯახი განსახლდება ამ ბინებში და უახლოეს მომავალში,პერიოდულად, დასრულდება. ყველაზე ადრე, მშენებლობა დასრულდება ქუთაისში დადევნილებს ბინები გადაეცემათ. შემდეგ თბილისში, სადაც რამდენიმე კორპუსის გახსნაიქნება შესაძლებელი და ასე გაგრძელდება. სულ ბოლოს, ამ პროექტებს შორის, დაიწყოზუგდიდის პროექტი, თუმცა, იქაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს მშენებელს დავფიქრობთ, სწრაფად იქნება შესაძლებელი კონკრეტული ბინების გადაცემაზეგადაწყვეტილებების მიღება.კორპუსების მშენებლობის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა, ალტერნატიული პროგრამებიც,როგორიცაა მაგალითად ე.წ. ,,სოფლად სახლის“ პროგრამა, რომელიც საკმაოდპოპულარულია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება