მიხეილ სარჯველაძე: „არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან,კლინიკებში 37 ადამიანი გადავიყვანეთ

“არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი დაშეუწყნარებელია.” – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ,მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, სამინისტრო საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმშიაწვდის, იმის შესახებ, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურება გაეწიათ დაშავებულებს,მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები განთავსებულია საჭიროზე მეტირაოდენობით, იმ ადგილებზე, სადაც იმართება ეს აქციები და შესაბამისად,პრაქტიკულად მყისიერი სამედიცინო დახმარება უკლებლივ ყველა ადამიანისთვისვისაც არ უნდა დაჭირდეს, უზრუნველყოფილი იყო ადგილზეც და მთელი ამ დღეებისგანმავლობაშიც.“ – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37ადამიანი გადაიყვანეს.„ამ 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი დამედიის წარმომადგენელი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაცშედიან პოლიციელები, მათ აღენიშნებათ დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია, მათშორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათოტრავმებზეა საუბარი. ყველას მოვუწოდებ, უკლებლივ, დავიცვათ არა უბრალოდმშვიდობა და მართლწესრიგი, არამედ ერთმანეთის ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია,ყველას კარგად ესმოდეს, რომ პიროტექნიკის დამიზნებით სროლა ადამიანისთვის, მაშინროცა არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სახიფათოპროდუქტი, საზიანოა. ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, რათა გაუფრთხილდნენსხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება