მიხეილ სარჯველაძე:„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება,რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“

„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაცთითოეული მოქალაქე იგრძნობს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემუნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაცსაქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარებამომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებებისგაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.“დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის,რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესოშესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამასკონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს .უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკისმიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამმიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო,როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით.ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ესთემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს.უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორულიმიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიცნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა დასაინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის.ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებითმემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემგანაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება