მიხეილ სარჯველაძემ, 65 დევნილ ოჯახს, თანამედროვე სტანდარტებისახალაშენებული, გარემონტებული ბინები გადასცა

თბილისში, 65 დევნილმა ოჯახმა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულსაცხოვრებელ კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინები მიიღო. სახლის გასაღებები,მათ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრმა გადასცა.მიხეილ სარჯველაძემ, ოჯახებს, ახალსახლობა მიულოცა და აღნიშნა, რომდევნილთათვის, ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა მთავრობის ერთ-ერთიპრიორიტეტია.მინისტრმა, ახალი ბინები, ოჯახებთან ერთად დაათვალიერა და მათ საცხოვრებელპირობებს გაეცნო.თბილისში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ბინები, დევნილთა,ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, იძულებითგადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, კერძო სამშენებლო კომპანიისგანშეისყიდა.მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის მთავრობისთავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგიცაგარეიშვილი. ასევე – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებითუზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, სამშენებლო კომპანიისწარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელიკომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის 5 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, 11 კორპუსიშენდება თბილისში, სადაც ბინა 2 400 ოჯახს გადაეცემა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება