მიხეილ სარჯველაძემ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

„ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში – შესაძლებლობები დაგამოწვევები“, – ჯანდაცვის მინისტრმა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში,გამართულ, რიგით მე-19 დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, ჯანდაცვის სისტემაში, სადაზღვევოკომპანიების პოტენციური ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორისშესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლოგეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში,ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ასევე,საკუთარ გამოსვლაში, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადიჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფროუზრუნველყოფისთვის, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRGდაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე,ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისსახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინოსერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტულიგადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალურიდირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელიდევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორშიმიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან დაშესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა Business Insider Georgia-ისორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო დააღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმადა დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება