მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციადასასრულს უახლოვდება.3 100 მეტრის სიგრძის ქუჩაზე უკვე განახლდა წყალმომარაგების, წყალარინებისადა გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა დაელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდა.მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლიბენდელიანთან ერთად გაეცნო.„პირველ რიგში, ქუჩაზე ამორტიზებული კომუნიკაციები შეიცვალა. ამ მხრივ,უმძიმესი მდგომარეობა იყო. ავტომობილებს გადაადგილება უჭირდათ, იმდენადდაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა. მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე სრულადგანახლებულია და მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. რეაბილიტაციისდასრულებას, დაახლოებით, ორი კვირა სჭირდება. გზის 800-მეტრიანი მონაკვეთიადარჩენილი, სადაც ასფალტის საფარის ბოლო ფენები იგება. შემდეგ დახაზვისსამუშაოები განხორციელდება. გარდა ამისა, პარალელურად, კეთილმოეწყობა დაგამწვანდება მიმდებარე ტერიტორიები“, – განაცხადა კახა კალაძემ.პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიგამწვანების სამუშაოებს ახორციელებს. კერძოდ, გზის პირას არსებულ თარგებშიშევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვასახეობის ნერგი და დაიყარა 12 კუბური მეტრი მულჩი.გარდა ამისა, 24 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს გახოკიძისქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, დემონტაჟიუტარდება ავტოფარეხებს. ასევე, განახლდება საფეხბურთო მოედანი, მოეწყობასაბავშვო და ფიტნეს ზონები, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დასასმელი წყლის შადრევნები.რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გახოკიძის ქუჩაზე დაიხაზება საგზაომონიშვნები, მოეწყობა ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები დაინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონეპირებისთვის. ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება