მიშას და ნაცების მყვარებელ ჩემს მეგობრებს გიძღვნით ამ პოსტს-სოფო კერძაია

სოციალურ ქსელში სოფო კერძაია პოსტს აქვეყნებს-

მიშას და ნაცების მყვარებელ ჩემს მეგობრებს გიძღვნით ამ პოსტს..შენ იძახი, რომ ჩემი მეგობარი ხარ და ამ დროს: შენ, როდესაც იცი, რა დამართეს ჩემი ოჯახის წევრს.. დაიჭირეს და წაართვეს კომპანიის მთელი ქონება. .შენ, როდესაც იცი, დათა ახალაიამ პირდაპირ უთხრა ჩემ ძმას, რომ მესამეჯერ ამოიღო დასაჭერების სიიდან და ამასთან ერთად იცი, რომ მისი მსგავსი პატიოსანი ადამიანი შეიძლება მეორე ვერ ნახო ცხოვრებაში და შენ პირველი დაუდგებოდი თავდებში დათო კერძაიას.. შენ როდესაც იცი, ჩემი უახლოესი ნათესავი, იმის გამო რომ შვილისთვის ფული აეხიათ, უწესიერესი ექიმი ქალი, 40 წელი უბნის ექიმი, დაიჭირეს ნარკოტიკზე(!) და შვილს ერთ ღამეში უამრავი ფული მიატანინეს. .შენ როდესაც იცი, რომ ჩემი უახლოესი მეგობრის ქმარს ნახევრად აშენებული კორპუსი გადაუსწორეს, რადგანაც ჭიაბერაშვილის დედას და მის დაქალს მოუნდა თურმე ის ადგილი.. ამ ყველაფერთან ერთად იცი 300 000 პრობაციონერი, აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიები, გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილები, თეთრაძე და ასობით სხვა უსამართლოდ დახოცილი ხალხის ამბავი, იცი ციხის ამბავი და ნანახი გაქვს კადრები, იცი კასრების ფაილები, იცი ახეული ბიზნესები, ღამე, ჩუმად გადაფორმებული ქონება. .თუ არ იცი, გაგიგია მაინც მაგათი გარყვნილება, ორგიები, ნარკოტიკები, სახელმწიფოს ხარჯზე ნაშების და შვილების კეთილდღეობა..და კიდევ რა ჩამოთვლის ნაციონალების და მათი ჯალათების დანაშაულებს.. და ამ დროს, ამ ყველაფრის პარარელურად ვაწყდები კომენტარებში შენ ოხვრას და წუხილს იმაზე, რომ რა ცუდია ნაცებმა ბევრი ხმა რომ არ მიიღესო.. შენ არ ხარ ჩემი მეგობარი, სულ ტყუილია თურმე შენი “ძალიან მიყვარხართ მთელი ოჯახი” და სულ ტყუილად მაქვს იმის იმედი, რომ როცა გამიჭირდება, როგორც მეგობარი გვერდში დამიდგები.. ხელს აწერ და თანახმა ხარ იმაზე, რომ დაბრუნდეს რეჟიმი, რომელიც მე და ჩემნაირებს ფიზიკურად განადგურებით გვემუქრებიან და გამკეთებლებიც არიან.. შეიძლება იყო მემარჯვენე, მემარცხენე, რესპუბლიკელი, დემოკრატი, ლიბერალი.. კი ბატონო, პოლიტიკური გემოვნება ყველა ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ მიტიროდე და ფანი იყო დამნაშავე, ტვინდაბრეცილი, გიჟი, დორბლიანი და არაადეკვატური მიშასი, მისი დამნაშავე რეჟიმის შემქმნელ-შემსრულებლების და მიმდევარი არანორმალური სექტანტების, ეს უკვე არცერთ ჩარჩოში და საღ აზრში არ ჯდება.. .დამიჯერე, შენ და შენს ოჯახს ხელისუფლება კი არა, ვინმე რომ მოექცეოდა არასამართლიანად, ჩემზე დიდი მტერი არ ეყოლებოდა და თავს შევაკლავდი ალბათ.. აი ესაა მე და შენ შორის განსხვავება და ესაა დღეს ჩემი ტრაგედია..

გაუზიარე!

Shares