მიმდინარე წელს დედაქალაქში კულტურის მიმართულებით დაფინანსდა 230-მდეპროექტი, განათლება-ახალგაზრდობის – 100-ზე მეტი, ხოლო სპორტის – 250-მდეპროექტი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2024 წლის თბილისის მერიის საქმიანობისანგარიშის წარდგენისას კულტურის, სპორტისა და ასევე, განათლებისა დაახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.მისი თქმით, მიმდინარე წელს კულტურის მიმართულებით 230-მდე პროექტი და250- მდე სპორტული ღონისძიება განხორციელდა.„კულტურის სფეროს განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარეპერიოდისათვის დაფინანსდა 230-მდე პროექტი, მათ შორის, 25 მაღალისახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის, 45 სპექტაკლი, 40-ზე მეტისაერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ფესტივალი, 90-მდე საიუბილეოდა შემოქმედებითი, 20-მდე ეთნიკური უმცირესობების მიმართულების, გაცვლით,საკონკურსო და სხვა ტიპის პროექტი.ასევე, დასრულდა ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლისსარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სრულმა ღირებულებამშეადგინა 1842510.21 ლარი. 19 სკოლისთვის შეძენილია სხვადასხვა ინვენტარი დაინსტრუმენტები, 10 8514 ლარის ღირებულების. 14 ხელოვნების სკოლაშიგანხორციელდა მცირე სარემონტო სამუშაოები, გათბობის სისტემის ცვლილება -195 000 ლარის ღირებულების. დასრულდა მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმების სრული რეაბილიტაცია, რომლის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1148 136 ლარი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ თავის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა განათლებისა დაახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე და აღნიშნა,რომ თბილისი მერია ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურადგააგრძელებს.„სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, დაფინანსდა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი 5 300-ზე მეტი სტუდენტი. ასევე, წარმატებულ 600-ზე მეტ მაგისტრანტს ფინანსური წახალისების მიზნით გამოეყო თანხა. გრძელდება მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელება „ისწავლე
დასაქმდი“, რომელსაც მიმდინარე წელს დაემატა რამდენიმე ახალი მიმართულება. 2024 წელს 65-მდე პროფესიულ სპეციალობაში ჩაერთო 2000-ზე მეტი მოქალაქე. ახალგაზრდების ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის, დასვენების, რეკრეაციის და გართობის მიზნით ხორციელდება საზაფხულო და ზამთრის ახალგაზრდული პროგრამები. საზაფხულო პროგრამების ფარგლებში 2 000-მდე ახალგაზრდა
ჩაერთო მათთვის საინტერესო აქტივობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდა ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ სამგორის ფილიალის სრული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან, თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს თბილისში 250-მდე სპორტული ღონისძიება განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო 78 300-მდე ბენეფიციარმა.
„წლის განმავლობაში დაფინანსდა 44 სპორტული ორგანიზაცია და ფედერაცია სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების შესაძენად, ინვენტარით და ეკიპირებით სარგებლობს 6 500-მდე ბენეფიციარი. პროგრამით „სპორტი უფროსი თაობისთვის“60 წლის და 60 წელს გადაცილებული 1 500-ზე მეტი მოქალაქე უსასყიდლოდ სარგებლობს საცურაო აუზებით და ფიტნეს დარბაზებით. 2024 წელს დასრულდა და გაიხსნა: დიდ დიღომში, II მ/რ-ში, 198-ე საბავშვო ბაღის მიმდებარედ, (დემეტრე თავდადებულის N18ა) მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი; ლადო ასათიანის ქუჩა N50-ში მდებარე სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღომის IV მკ/რ-ში ღია ტიპის სკეიტ-მოედნები; ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედანი და ვაზისუბნის დასახლებაში ფეხბურთის მოედანი. ასევე, რამდენიმე პროექტი დასრულებისეტაპზეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება