მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები-ირაკლი ხმალაძე

ირაკლი ხმალაძე მედიაში გავრცელებულ საკადრო ცვლილებებზე: მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები, თბილისის მერიაში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიაში დაწყებულ საკადრო წმენდას ირაკლი ხმალაძის გადაყენება მოჰყვა, სრულ ტყუილს და სიცრუეს უწოდებს. “მართლა მიკვირს საიდან მოგაქვთ ეს ტყუილები. ერთხელ მაინც დაასახელეთ თქვენი ე.წ. წყარო თბილისის მერიაში ყველაფერი კარგად არის და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი,”- წერს ირაკლი ხმალაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება