მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალურისამუშაოები დასრულდა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზეგანაცხადა, სამუშაოების მოცულობა ითვალისწინებდა სადგურის ზედავესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე სადრენაჟე სისტემის მოწყობას,სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.„სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაცგანაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდაშესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაშეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგადსადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდადამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით. იმისგათვალისწინებით, რომ მგზავრთა უსაფრთხოება წარმოადგენს უმთავრესპრიორიტეტს, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთიდამატებითი კვლევა. საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლოექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა დარეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანიცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებითგათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციოფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა,შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდათანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების,საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ჩატარდა სადგურის დაკეტვისა დამგზავრთა შეფერხების გარეშე, სამშენებლო კომპანია „ბადა ქონსთრაქშენის“ მიერ. რაც შეეხება სამუშაოების ჯამურ ღირებულებას, თბილისის მერის ინფორმაციით, ის, დაახლოებით, 4 მლნ ლარს შეადგენს. „ჩვენ არ გვაქვს დიდი გამოცდილება მეტროსადგურების განახლების
მიმართულებით. სერიოზული პრობლემები შეგვხვდა, როდესაც დავიწყეთ სამუშაოები. პრობლემებია პროექტის შედგენის პროცესში. როდესაც უშუალოდ ვიწყებთ სამუშაოების განხორციელებას, იკვეთება ძალიან ბევრი პრობლემა, რაც კონკრეტულად „ავლაბრის“ რეაბილიტაციის პროცესში გამოჩნდა. იგივეა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც კომუნისტების დროს ეს პროექტები განხორციელდა, ხელი არავის უხლია და რეალურად არავინ იცის, რა მდგომარეობაა კონკრეტულ ადგილზე, ვიდრე უშუალოდ არ დაიწყებ სამუშაოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თემა, რათა თითოეული მოქალაქე იყოს დაცული. დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო და უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა კახა კალაძემ.